მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა დამარცხდეს “ოცნება” - გიორგი ქადაგიძის მოსაზრება

6148d4b7daaa1
თამთა ჯიჯავაძე
20.09.21 22:33
1799
რატომ უნდა დამარცხდეს ქართული ოცნება და მისი დამახასიათებელი მდარე აფრიკული ხარისხის მმართველობა, - ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და მიზეზებს ასახელებს:

"- მიუხედავად უზარმაზარი ფორისა, პანდემიის პოლიტიკური მართვა კატასტროფული შედეგით (მსოფლიოს პირველ ათეულში სიკვდილიანობით, პირველი ინფიცირების რაოდენობით, ბოლოში აცრებით);

- ჭაობი ეკონომიკაში (ინვესტიციები, დასაქმება, ექსპორტი);

- ჭაობი საგარეო პოლიტიკაში (საშინელი პრესა და განცხადებები სტრატეგიული პარტნიორებისგან);

- ჭაობი სასკოლო განათლებაში;

- ტოტალური მოსმენები და მიყურადება;

- დაქვემდებარებული და პოლიტიზებული მართლმსაჯულება;

- ჟურნალისტების, აქტივისტების და არასამთავრობოების დევნა და დისკრედიტაცია რუსული მეთოდით;

- მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ოლიგარქიულ მმართველობას მოეტანოს დოვლათი, განვითარება და მშვიდობა;

პ.ს. შემდეგ პოსტში მოგახსენებთ ჩემს აზრს, თუ რატომ მიმაჩნია კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა ახალი პროგრესული პოლიტიკური ეპოქის დასაწყისად", - წერს ქადაგიძე.