მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რატომ უნდა გაგინახევრდეთ საშემოსავლო გადასახადი თქვენ?“ - მინისტრი გიგა ბოკერიას

5f647ec793ab3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 13:33
1416
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში დეპუტატ გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს სწორად, რომ საგადასახადო შეღავათები ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს.

„რატომ უნდა გაუნახევრდეს საშემოსავლო გადასახადი ყველას თანაბრად? მაგალითად მიმტანისთვის ბარში, საბავშვო ბაღის დამრიგებლისთვის და ასევე მაღალხელფასიანი ადამიანისთვის, მაგალითად მთავრობის წევრი ნათია თურნავასთვის, ან პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიასთვის- რატომ უნდა გაგინახევრდეთ საშემოსავლო გადასახადი? რატომ უნდა გაგიკეთდეთ ეს შეღავათი პარლამენტის წევრებს, რადგან მე როგორც ვიცი პანდემიის პერიოდში დისტანციურ რეჟიმში გიწევდათ მუშაობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა.

კიდევ უფრო საინტერესო მიდგომა გაქვთ ქონების გადასახადთან დაკავშირებით - წლის ბოლომდე გავანულოთ ქონების გადასახადი. თავი დავანებოთ იმას, რონ წლის ბოლომდე 430 მლნ ლარს ველოდებით ქონების გადასახადიდან ბიუჯეტში. არ მესმის, რატომ არ უნდა გადავახდევინოთ გადასახადი მსხვილ ბიზნესებს, ან ყველა დარგს, ან იმ საწარმოებს, ვინც კოვიდის მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა? ეს არის საბჭოთა „ურავნილოვკის“(თანასწორობის) პრინციპი.

საერთოდ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ინიციატივები მარტო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ეს არის მინუს 1.6 მლრდ ლარი ბიუჯეტისთვის. და მაგის ზევით დანარჩენი ინიციტივები, რომ დავთვალოთ დაახლოებით 4.0 მლრდ ლარის გარეშე უნდა დარჩეს ბიუჯეტი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.