მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა გამოვიყენოთ პირბადე? - ფაუჩის გუნდის განცხადება

5f97dc0d2491c
ნათია თაქთაქიშვილი
27.10.20 23:31
885
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ადამიანებმა პირბადეები მანამ უნდა გამოიყენონ აქტიურად, სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება ფართო მოხმარებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ფაუჩის და მისი გუნდის განცხადებით, ისინი ვინც პირბადეს საჯარო სივრცეში არ იყენებენ, კონტროლს კარგავენ ვირუსზე.

ფაუჩის და მისი გუნდის განცხადებით, თუნდაც ტესტირების რეგულარული ჩატარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებმა პირბადის გამოყენებაზე უარი თქვან, რადგან პირბადე არის ამ ეტაპზე ერთადერთი საშუალება, რაც აკავებს ინფიცირებული ნაწილაკების გავრცელებას ხველის, ცემინების ან თუნდაც საუბრის დროს.

გამოცემა წერს, რომ ახალი კვლევების მიხედვით, ნაწილაკები ჰაერში იმაზე შორს გადაადგილდებიან და დიდხანს რჩებიან, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. განსაკუთრებით ეს ეხება დახურულ სივრცეებს, სადაც ჰაერი ცუდად ნიავდება.

ამასთან, ფაუჩის გუნდი აცხადებს, ინფიცირებული ადამიანების 40-45% უსიმპტომოა, მაგრამ მათ ჩვეულებრივ შეუძლიათ გაავრცელონ ვირუსი. სტატისტიკური მონაცემებით, ვირუსის გავრცელების 50% სწორედ უსიმპტომო პაციენტებზე მოდის.

„ყველამ უნდა გამოიყენოს პირბადე, სამედიცინო თუნდაც უბრალოდ მატერიისგან დამზადებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პირბადე უკეთესად ახდენს ჩვენს დაცვას, რადგან კარგად ფილტრავს ნაწილაკებს. უბრალო მატერიისგან დამზადებული პირბადე კი მხოლოდ მიახლოებული ვერსიაა სამედიცინო ნიღბის“, – აღნიშნავს ფაუჩის გუნდი.