მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა გახდეს ექიმებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო? - „სამედიცინო ასოციაცია“

6102d77505909
ინგა მურუსიძე
30.07.21 00:00
546
„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ ინიციატივით გამოდის, რომ ექიმებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. შესაბამისი მიმართვა 70 სამედიცინო დაწესებულებისგან შემდგარმა ასოციაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. როგორც „საქმის კურსის“ ეთერში ასოციაციის ხელმძღვანელმა, არჩილ ჩხოტუამ განაცხადა, ჯერჯერობით მიმართვას სახელმწიფოს მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

„ის, რომ სამედიცინო სფეროს მუშაკების, მედმუშაკების, ექიმების, ექთნების და ა.შ. ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო, ამას აქვს ორი ძირითადი არგუმენტი და ორი ძირითადი მიზეზი. ერთი ეს არის, რომ სამედიცინო პერსონალი არ უნდა იყოს დაავადების გამავრცელებელი, ანუ მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირებისგან.

შეიძლება არა საქართველოში, თუმცა მსგავსი ფაქტები იყო, რომ სამედიცინო დაწესებულებებში დაინფიცირდნენ ადამიანები და მეორე არის, რომ სამედიცინო პერსონალის მორალურ-ეთიკური ვალდებულებაა, რომ ისინი იყვნენ მაგალითი ზოგადად მოსახლეობისთვის, რომ პანდემიისგან დაცვისთვის ყველაზე ეფექტური დაცვა არის სწორედ ვაქცინაცია“, - განაცხადა ჩხოტუამ.