მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა იყიდო კრიპტოვალუტა მაიქოინსზე?

6357b2b709b83
BM.GE
26.10.22 00:05
525
გადაწყვიტე კრიპტოვალუტა იყიდო, მაგრამ არ იცი ამისათვის რომელი პლატფორმა შეარჩიო?

დღეს ყველა იმ უპირატესობის შესახებ მოგიყვებით, რასაც კრიპტოვალუტის MyCoins-ზე ყიდვისას იღებ:

სიმარტივე - კრიპტოს ყიდვა MyCoins-ზე უმარტივესი პროცესია. ქმნი ანგარიშს, გადიხარ მარტივ ვერიფიკაციას, რიცხავ თანხას შენს ანგარიშზე, ან შენს ანგარიშზე ამაგრებ სასურველ ბარათს და ყიდულობ იმდენი ლარის კრიპტოს, რამდენიც გსურს.

ანგარიშის შექმნისას შენ ასევე იღებ შენი კრიპტო მისამართს, რომელზეც სხვებსაც შეუძლიათ შენთვის კრიპტოს გამოგზავნა.

დაცულობა - MyCoins-ზე შენი ანგარიშის უსაფრთხოებისთვის ყველა საერთაშორისო სტანდარტია დაცული. MyCoins-ი აწარმოებს თეთრ სიას, რომელიც გადამოწმებული კრიპტო მისამართების ჩამონათვალია. იქ თავად ამატებ იმ მისამართებს, რომლებზეც გსურს სამომავლოდ გადარიცხო კრიპტოვალუტა. ეს ამცირებს იმის შანსებს, რომ შემთხვევით გადაუმოწმებელ და შეცდომით მითითებულ მისამართზე გაგზავნო შენი კრიპტოები.

ინფორმირებულობა - მას შემდეგ, რაც კრიპტოს იყიდი, ფასის ცვლილების შესახებ ინფორმაციას მეილით მიიღებ, რათა მუდამ ადევნო თვალი შენი პორტფელის მდგომარეობას. ასევე, ვებ-გვერდის და აპლიკაციის საშუალებით შეგიძლია მუდმივად თვალი ადევნო კურსების ცვალებადობას.

აპლიკაცია - ვებ გვერდის გარდა, შენი პორტფელის სამართავად შეგიძლია აპლიკაციაც გამოიყენო. MyCoins APP პირველი ქართული კრიპტო აპლიკაციაა.

საჩუქრები - MyCoins-ზე ვერიფიკაციისთანავე იღებ ფასდაკლებას ყიდვა/გაყიდვის სფრედზე და განსაკუთრებულ დღეებზე სხვადასხვა საჩუქარსაც მიიღებ. ასევე, შეგიძლია მეგობრები მოიწვიო და რეფერალის სისტემაში ჩაერთო.