მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა მჭირდებოდეს თურქეთში ჩურჩხელის გასაგზავნად ათი დღე? - თურქეთის ელჩი

6022c4eaa8b1f
თამთა ჯიჯავაძე
10.02.21 00:20
2768
საქართველოდან თუ მინდა რაიმე ნივთის გაგზავნა თურქეთში, ამას ათი სამუშაო დღე სჭირდება, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა Bm.ge-სთან ინტერვიუში საფოსტო გზავნილების სისტემის ნაკლოვანებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ათი დღე ძალიან ბევრია და ეს ვადა მიუღებელია, ვინაიდან მაგალითად სტამბოლიდან თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში გასაგზავნად საჭიროა ორი დღე. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ სერვისის გასაუმჯობესებლად შესაძლებელია რეგიონული თანამშრომლობა.

„ჩვენ კავკასიას უნდა შევხედოთ როგორც ერთიანს. რატომ არ შეუძლია ქართულ სატრანსპორტო კომპანიას აზერბაიჯანულ და თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობით რეგიონში რაიმე ტვირთის გადატანა 4-5 დღეში? რატომ უნდა ველოდო მე ათი დღე, თუ მაგალითად ჩურჩხელის გაგზავნა მინდა? ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ სექტორების თვალსაზრისით. მხოლოდ სოფლის მეურნეობა არაა“, - დასძინა ელჩმა.