მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა შეიძინოთ Apple-ის ოფიციალური პროდუქცია და როგორ შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი წარმოშობა

5eec7c0df097d
BM.GE
19.06.20 12:33
8344
ბევრი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ თანხის დაზოგვის მიზნით არაოფიციალურ წარმომადგენელთან პროდუქციის შეძენა უფრო ხელსაყრელია. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ გასაყიდ პროდუქტს ამგვარი კომპანიებიც ე.წ. „ვაშლის ბრენდისგან“ (პირდაპირ Apple-ისგან) იღებენ.

თუმცა, ასეთ სიტუაციაში სრულებით მარტივად შეიძლება მოტყუვდეთ და ორიგინალი ტექნიკის ნაცვლად, დაბალი ხარისხის, ყალბი (არაოფიციალური) ან ადრე გამოყენებული და აღდგენილი გაჯეტი შეიძინოთ. ამასთან, გამყიდველი კომპანიისგან თქვენ ვერ მიიღებთ სათანადო საგარანტიო მომსახურებას და მხარდაჭერას.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ Apple-ის გაჯეტების არაოფიციალური მომწოდებლებისგან ყიდვისას, მომხმარებელი რისკავს, რადგან არსებობს დაბალი ხარისხის, გამოყენებული ან მოპარული საქონლის მიღების დიდი ალბათობა. ამასთან, თქვენ ვერ შეძლებთ პროგრამების გამოყენებას და ლეგალურად შეძენას, მათ შორის გარანტიით.

რისკების თავიდან აცილების ერთადერთი გზა Apple-ის პროდუქციის ოფიციალურ სავაჭრო ობიექტებში შეძენაა.



როდესაც Apple-ის პროდუქციის შეძენას გადაწყვეტთ, გირჩევთ ვებგვერდის - isupport.ge მეშვეობით, შეამოწმოთ საქართველოში მდებარე ოფიციალური რესელერი კომპანიების სია.

Apple-ოფიციალურ წარმომადგენელ მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ გარანტიით შეიძინოთ 100% ორიგინალი ტექნიკა, მიიღოთ კომპეტენტური რჩევები კვალიფიციური ექსპერტებისგან და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოთ სერვისი.
ნუ დაზოგავთ ხარისხზე თანხას! დაუკავშირდით Apple-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს და დარწმუნდით თქვენს არჩევანში.

როგორ შევამოწმოთ iPhone IMEI–ი კოდის მეშვეობით

IMEI კოდი არის უნიკალური საერთაშორისო იდენტიფიკატორი მობილური მოწყობილობებისთვის. ეს 15-ციფრიანი რიცხვი დატანებულია რამდენიმე ადგილას და აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთ კომპლექტს. კოდების შემოწმება თქვენ თავადვე შეგიძლიათ:

• IMEI კორპუსის უკანა მხარეს
• IMEI ფუნქციებში - “პარამეტრები - ზოგადი - ამ მოწყობილობის შესახებ”.
• IMEI მოთხოვნით * # 06 #
• IMEI SIM ბარათების უჯრაზე
• IMEI შესაფუთ კოლოფზე.

როგორ უნდა იპოვოთ IMEI კოდი მარტივად, აღწერილია ამ ლინკზე: 
https://isupport.ge/serial-about




აგრეთვე, შეგიძლიათ iPhone-ი მარტივად შეამოწმოთ iSupport.ge-ზე:

შეიყვანეთ თქვენი მოწყობილობის IMEI კოდი. გვერდზე ნაჩვენებია მოწყობილობის მოდელი, გარანტიის დასრულების თარიღი და ინფორმაცია აქტივაციის თარიღის შესახებ. ასევე საიტზე ნახავთ ავტორიზებულ Apple სერვისცენტრის კონტაქტებს.

შეიძინეთ Apple-ის პროდუქტები მხოლოდ საქართველოში უფლებამოსილი ოფიციალური რესელერისგან, დარწმუნდით რომ თქვენი მოწყობილობა ორიგინალია და გამოიყენეთ იგი სიამოვნებით!