მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უწევს MGM-ის სასტუმროს ქსელს $800 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა

5d97250bdc106
მიხეილ ხაჩიძე
05.10.19 01:00
1219

2017 წლის 1 ოქტომბერს 64 წლის სტივენ პადოკმა სასტუმროს ოთახიდან ცეცხლი გახსნა მუსიკალური ფესტივალის მიმართულებით, რომელსაც 20 000 ადამიანი ესწრებოდა. მან 58 ადამიანი მოკლა, 800-ზე მეტი კი - დაჭრა.


ეს იყო ბოლო წლების ყველაზე სისხლიანი ტრაგედია აშშ-ში, ლას ვეგასში. დანაშაულის ჩადენის აშკარა მოტივი უცნობი დარჩა, რადგან პადოკმა 1,100-ზე მეტი გასროლის შემდეგ, თავი მოიკლა. 


სასტიკი დანაშაულიდან 2 წლის შემდეგ სასტუმროს ქსელს კომპენსაციის სახით, 800 მილიონ აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელე მხარე სასტუმროს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რადგან როგორც ცნობილია, პადოკმა შენობაში ფარულად ორი ათეული ცეცხლსასროლი იარაღის და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის შეტანა მოახერხა. სასტუმროს ოპერატორმა დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.



"Mandalay Bay Resort and Casino" MGM-ის საკუთრებაში არსებულ სასტუმროების ქსელს მიეკუთვნება. მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მიღწეული შეთანხმება არ ნიშნავს ჯგუფის მიერ დანაშაულის აღიარებას. როგორც კომპანიის ადვოკატი აცხადებს, ამ გზით, სასტუმროს მეპატრონემ ლას-ვეგასის სისხლიან ტრაგედიის დროს გადარჩენილებსა და დაღუპულების ნათესავებს ერთგვარი თანადგომა გამოუცხადა.