18.სექტემბერი .2021 15:05

რატომ ვერ ახერხებენ ღვინის კომპანიები ევროპულ ბაზრებზე უფრო აქტიურად გასვლას - ბადაგონის პასუხი

რატომ ვერ ახერხებენ ღვინის კომპანიები ევროპულ ბაზრებზე უფრო აქტიურად გასვლას - ბადაგონის პასუხი
views 412
უკან

კომპანია „ბადაგონი“ მომდევნო 1 წლიან პერიოდში რუსეთის ბაზრის წილის 3%-დან 5%-მდე შემცირებას აპირებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ BMG-თან საუბრისას განაცხადა, მთავარი დაბრკოლება ახალ ბაზრებზე გასვლის პროცესში მაღალ მარკეტინგულ ხარჯებს უკავშირდება, რაც ბოლო პერიოდში პანდემიამ კიდევ უფრო შეაფერხა.

„დივერსიფიკაცია ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაგრამ ეს არის საკმაოდ რთული პროცესი. აქ კომპანიების სითამამესთან ერთად აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერაც და სახელმწიფოს ჩართულობაც, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს მარკეტინგული ღონისძიებები და ვფიქრობთ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ სხვა ბაზრებზე გასვლას.

შემდეგი ეტაპი აუცილებლად უნდა იყოს იმ ბაზრების ათვისება სადაც მოთხოვნა დიდია და ასეთია აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ბაზარი. გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია აზიის კუთხითაც, თუმცა პანდემიამაც შეგვიშალა ხელი. ახალ ბაზრებზე გასვლა მოითხოვს პროდუქციის წარდგენას, პრეზენტაციას, დეგუსტაციას, რაც კოვიდის გამო ვერ ხერხდება.

დღეს ჩვენი წილი რუსეთის ბაზარზე 40%-მდეა, დანარჩენი კი 33 ქვეყანაზე ნაწილდება, რაც დიდი მიღწევაა. ვფიქრობთ რომ როგორც კი დასტაბილურდება მიმოსვლის საკითხები ჩვენ შევძლებთ 1 წლიან ვადაში რუსეთის წილის 3%-დან 5%-მდე შემცირებას.“ - განაცხადა სალაყაიამ.

ინფორმაციისთვის, გალტ ენდ თაგარტმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ რუსეთის წილის შემცირების მიზნით კომპანიებმა უფრო ამბიციური და რისკიანი ნაბიჯები უნდა გადადგან. კვლევის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ ახალი საექსპორტო ბაზრების წილი 2013-დან დღემდე 10.9-დან 21.5%-მდე გაიზარდა, რუსეთის წილი მაინც ძალიან მაღალია და ის ამ დროსითვის 58.1%-ს შეადგენს.

გალტი თავის კვლევაში ვარაუდობს, რომ ახალ საექსპორტო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის პარალელურად, ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი გაიზრდება, რისი გათვალსიწინებითაც 2025 წლისთვის ექსპორტის გაორმაგებაა პრონიზირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა