მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ გაიაფდება ბინები - გეგა ტოფაძის პასუხი

5efe1cdfefc7c
თათია ჩაფიჩაძე
02.07.20 23:40
2360
სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ გენერალური დირქტორის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მკვეთრი კლება გაზრდილი თვითღირებულების გამო ვერ მოხდება.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში გეგა ტოფაძემ განმარტა, ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო უძრავი ქონების თვითღირებულების ხარჯი გაზრდილია, მოგების მარჟა კი განსაკუთრებით გარეუბნებში არსებულ უძრავ ქონებაზე შემცირებულია.

„ხშირად არის მოლოდინი და მუსირებს აზრი, რომ ფასების მკვეთრი კლება იქნება, საუბარია 20%-30%-ზე, ჩვენს შემთხვევაში ცენტრს გარეთ მოგების მარჟა არის იმდენად დაბალი და თვითღირებულება იმდენად გაზრდილი, რომ ვერ მცირდება. ვერ მცირდება იმის გამო რომ მასალა არის იმპორტირებული და ეს ნიშნავს იმას, რომ ვალუტის კურსზე ვართ მიბმულები, რომელიც ძალიან მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე ვერ ვწევთ თვითღირებულებას და მხოლოდ მოგების მარჟის დაკლების ხარჯზე ძალიან გაგვიჭირდება კლება.

ჩვენ ჰოლდინგური კომპანია ვართ და გვაქვს სხვადასხვა პროექტი, სადაც მომავალში ვითარების გამოსწორების მოლოდინით შეიძლება ფასები დავწიოთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ერთ ან ორ ობიექტზე არიან მიბმულები და მათთვის ძალიან რთული იქნება ჩამოვიდნენ თვითღირებულებაზე და თან გაუძლონ ამ სტრესს.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გეგა ტოფაძემ.