12.თებერვალი .2020 19:55

რატომ ვერ გაიხსნა ამ დრომდე რუსთაველზე სასტუმრო “FOUR SEASON”? - თამაზ გაიაშვილის კომენტარი

views 467
უკან

ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში უკვე 10 წელზე მეტია ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს სასტუმროს გახსნა სურს, მაგრამ მისი თქმით, ამ დრომდე პროექტის დამტკიცება ვერ მოხერხდა. ბიზნესმენი ადგილზე 260-ნომრიანი სასტუმროს გახსნას აპირებს, რაშიც მისი თქმით, 80 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

“მშენებლობის ნებართვა დღემდე არ მიგვიღია, ამ ნებართვაზე ვმუშაობთ. 50 პროექტი იყო გაკეთებული, მაგრამ არცერთი არ მოსწონთ. მიზეზი არ ვიცი, მერიას უნდა შეეკითხოთ”, - ამბობს ბიზნესმენი.

თავის მხრივ, თბილისის არქიტექტურის სამსახურში კი ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ ბოლო ესკიზს დადებითი შეფასება მისცა, თუმცა მცირე რეკომენდაციები მაინც გაიცა. მიუხედავად დადებითი შეფასებისა, გაიაშვილი მაინც ვერ აკონკრეტებს პროექტის დაწყების თარიღს, შესაბამისად, ადგილზე არა - სასტუმრო, არამედ „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფისი აგრძელებს მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა