მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ვაქცინა, როგორც აუცილებელი მოცემულობა? - გიორგი ბაქრაძის მოსაზრება

61ec08017bf28
BM.GE
22.01.22 19:02
5001
#BMGDRIVE-ში ბექა ბაციკაძემ ეკონომიკის დოქტორ, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძეს უმასპინძლა. ერთ-ერთი თემა გადაცემაში ვაქცინაციას, და მის მიმართ ქართული საზოგადოების მიმღებლობას შეეხო. ბაქრაძე თვლის, რომ ვაქცინის, როგორც აუცილებელი მოცემულობის მიმღებლობაზე დიდი როლი ე.წ ყალბ ამბებს ჰქონდა, რომლის დიდი ნაწილი რუსული წყაროებიდან მოდის.

"მგონია, რომ დიდი როლი ითამაშა ფეიკ ნიუსებმა, იმან, რომ ჩვენ რატომღაც მოწყვლადი აღმოვჩნდით შეთქმულების თეორიების მიმართ. რაღაცეების გვჯერა. არის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ სატანურია, ჩიპებია და მაგიტომ არ უნდა ავიცრათ. არის ხალხი, რომელსაც უფრო წინ წასული, მეცნიერული დასაბუთება აქვს, რომ ექსპერიმენტულია, ახალია და ჩვენ არ ვიცით რა გავლენა ექნება ხალხზე 2-3 წლის მერე. ვითომ მეცნიერული არგუმენტებით და ფსევდომეცინიერული საიტებით ასაბუთებენ ამას. მგონია, რომ დიდი ნაწილი ამ ტიპის ინფორმაციის და თეორიების მოდის რუსული წყაროებიდან და ჩვენთან სამწუხაროდ, ნაწილი მაინც ამ რუსულ წყაროებს ეყრდნობა.

კრიტიკული აზროვნების რაღაც დონეზე პრობლემაც გვაქვს, ვერ ვანსხვავებთ სანდო და არა სანდო ინფორმაციას. გვაქვს ტენდენცია, რომ ცუდს დავუჯეროთ. ჩვენ არ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით, უბრალოთ ჩვენთან ხვედრითი წილი უფრო დიდი აღმოჩნდა"-ამბობს ბაქრაძე.