მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ პოულობენ სამუშაოს მაძიებლები სამსახურს - NDI-ის კვლევა

5d809c2096b97
სალომე მეცხვარიშვილი
17.09.19 12:34
1228
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად არ თვლის, 38%-ს კი თავი დასაქმებულად მიაჩნია. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრმელი, თვითდასაქმებული - მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი. წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.

დასაქმების მაჩვენებელი განსხვავდება თბილისის, დიდი ქალაქებისა და სოფლების მიხედვით.



კვლევის მიხედვითვე, ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, მათი 34% თავს უმუშევრად მიიჩნევს და ეძებს სამსახურს. ენ-დი-აი მიუთითებს, რომ ეს მთლიანი მოსახლეობის 21%-ს შეადგენს.

9% უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ არ ეძებს სამსახურს. 26% არის პენსიონერი და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.

უმუშევრობის მიზეზებს შორის 22% ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, 19% ამბობს, რომ სხვა მოვალეობები უშლის ხელს მუშაობაში. 23% მთლიანი მოსახლეობისა, ამბობს, რომ ვერ პოულობს სამსახურს და ამის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის: კავშირების უქონლობა, ასაკი და სხვა.



საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.