მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ შესრულდა აქციზის გეგმა? - "თამბაქოს მოხმარების, დაახლოებით, 30% თუთუნზეა გადასული"

5d8a3928317c9
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.19 20:00
2366
საქართველოს მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს, დადგენილი გეგმის შეუსრულებლობის გამო აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 175 მილიონი ლარით მცირდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა, რომ აქციზის გეგმა ვერ შესრულდა იმიტომ, რომ თამბაქოს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 30% ე.წ. თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა.

კაკაურიძის თქმით, კონტრაბანდული საქონელის წილი ბაზარზე 3%-4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

“კონტრაბანდა არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყანაში გამორიცხული არაა, როდესაც აქციზის გადასახადი ქვეყანაში არსებობს და მეზობელ ქვეყნებში უფრო დაბალი განაკვეთია, რა თქმა უნდა, კონტრაბანდის რისკი ყოველთვის იარსებებს,

თუმცა  როგორ შემოსავლების სამსახური, ასევე საგამოძიებო სამსახური აქტიურად მუშაობს და თუ ნახავთ გამოვლენები გაცილებით მეტია ბოლო ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება თავად სტრუქტურას, კონტრაბანდის ეფექტი არის გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე ე.წ. “თუთუნის” კომპონენტi, რაზედაც მოხმარების, დაახლოებით, 30% არის გადასული. კონტრაბანდის კომპონენტი შეიძლება იყოს 3-4%,”- ამბობს კაკაურიძე.

„გადასახადის ამ სახეში [აქციზში] დანაკლისი გამოიწვია 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და შესაბამისად თუთუნის მოხმარების (რომლის დაბეგვრა პრაქტიკაში მინიმალური განაკვეთით ხდება) მნიშვნელოვანმა ზრდამ“, -  ნათქვამია ბიუჯეტის კორექტირების პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში.