„ალაზნის ველი კვლავ ჯოჯოხეთის ცეცხლშია გახვეული“ - ამ სათაურით პოსტს ფერმერი ლევან სუმბაძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. ის აღნიშნავს, რომ სიღნაღის მუნიციპალიეტეტის სოფელ ძველ ანაგაში ყანა თავადაც აქვს და ამგვარი ხანძრები, რომელსაც ძირითადად თავად ფერმერები, აჩენენ ადგილობრივებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.
ფერმერი თვლის, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რამეთუ გადამწვარი ნიადაგი ზიანდება და გარემო კი ბინძურდება. ის მიიჩნევს, რომ საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და პირადი მაგალითზე საუბრით პრობლემის არსს განმარტავს.
„ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ჩემი აზრით 3 მთავარი პრობლემისგან შედგება:
1. სოფლად არის ძალიან დიდი კრიზისი სასოფლო სამ. ტექნიკის. სეზონზე ძალიან ჭირს კომბაინი. დღესაც, ბევრგან საბჭოთა წარმოების "ნივა" კომბაინით ხდება მოსავლის აღება და მაგაზეც სულ დასწრებაა.
წელს, მაგალითად ჩვენთან - ძველ ანაგაში(სიღნაღის მუნ.), სამი კობაინი მუშაობდა, ერთი საბჭოთა ნივა ორიც თანამედროვე, თუმცა არც ერთს არ შეეძლო ნარჩენების დაქუცმაცება.
ამიტომ ფერმერს უწევს ნამჯის აღება, რაც ხშირ შემთხვევაში ბევრისთვის დიდი თავისტკივილია ან ნარჩენების დაწვა. ნარჩენების აჩეჩვა რამოდენიმეჯერ და შემდგომ ჩახვნა იმდენად დიდი ხარჯოა, რომ ამას არავინ აკეთებს.
2. სახელმწიფო არ/ვერ ახდებნს არსებული კანონის აღსრულებას და კანონი დასახვეწია. უბრალოდ სახანძროების მობილიზება არაეფექტურია და შედეგს არ იძლევა.
3. ფერმერს არ ესმის საკუთარი შემოსავლის მთავარი წყაროს - მიწის დაწვის უარყოფითი შედეგები, პირიქით ბევრს ჰგონია რომ ამით კარგს აკეთებს ნიადაგისთვის იმ ნაცრის სახით რომელიც იქ რჩება“, - განმარტავს პოსტში ლევან სუმბაძე.
პრობლემის მხავალმხრივობასთან ერთად ფერმერი მიიჩნევს, რომ მისი გადაჭრის გზებიც კომპლექსურია და სახელმწიფოს ცენტრალური უწყებების ჩართულობას და ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას უნდა მოიცავდეს.
„გამოსავალი:
1. სახელმწიფონ უნდა დაიწყო თანამედროვე ტექნიკის თანადაფინანსება, ეს თანადაფინასება უნდა მიეცეს სოფლის ერთობებს(იურიდიული მხარის ბევრნაირად დალაგება შეიძლება). მაგალითად, ჩვენ მეურნეობაში, რომელიც 3.7 ჰექტარს მოიცავს, მოსავლის აღებისთვის წელს გადავიხადეთ 700 ლარი. ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ფერმერია, რომლებიც ჩემთან ერთად მზად არიან ეს ყოველწლიური თანხა გადაიხადოთ იმ კომბაინში, რომელიც სოფლის იქნება, პირველ რიგში იმუშავებს სოფლის მიწებზე და შესაბამისი ხარისხით მოსავლის აღებას და ნარჩენების დაქუცმაცებას შეძლებს. ეს იქნება სოფლის მხრიდან თანადაფინანსების ნაწილი, რომელსაც ამ საქმეში ყოველწლიურად 50 000 - 100 000 ლარამდე თანხის შეტანა შეუძლია, ესეც მხოლოდ 1 სოფელში.
2. უნდა შეიქმნას მოქმედი და ცხადი კანონი, რომელის საფუძველზე ძალიან მკაცრად მოხდება კანონის აღსრულება; შედეგად, გარემოს დაცვის ინსპექცია არ დაიწყებს მკითხაობას თუ ვინ გააჩინა ცეცხლი, არამედ მე ვემხრობი, რომ პირდაპირ დაჯარიმდეს მიწის მფლობელი, იმის მიუხედავად არსებობს თუ არა უტყუარი ფაქტი იმისა, რომ ცეცხლი მისი გაჩენილია. რამეთუ 99.99% თავად ფერმერი უკიდებს ცეცხლს და ეს ყველამ კარგად ვიცით.
ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა ფერმერს ექნება შესაძლებლობა შესაბამისი ტექნიკით აიღოს მოსავალი და ნარჩენებიც დააქუცმაცოს.
4. უნდა ჩავატაროთ საგანმანათლებლო შეხვედრები სოფლებში თუ რეგიონალურ ცენტრებში, რომ ცოტათი მაინც გავზარდოთ ცნობიერება და ფერმერს საბაზისო ცოდნა მივცეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ნიადაგის ნაყოფიერება, თესლბრუნვა, ქიმიური თუ ბიოლოგიური საშუალებების სწორი გამოყენება და ა.შ.“, - განმარტავს ლევან სუმბაძე.
BM.GE-ის კითხვაზე - აღნიშნულ საკითხზე თუ ჰქონდა ფერმერს რაიმე სახის კომუნიკაცია თუნდაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ლევან სუმბაძე პასუხობს, რომ მუნიციპალურ მთავრობასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რამეთუ თვლის, რომ ეს საკითხი უფრო ცენტრალური უწყებების დონეზე უნდა გადაწყდეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი