საქართველოს მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას ახდენს. სოციალური მომსახურების სააგენტო 48-მილიონლარიანი გამარტივებული შესყიდვისთვის მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობას ითხოვს. დოკუმენტაციაში წერია, რომ “მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობა გასცდა ინფექციურ დაწესებულებებში არსებული საწოლფონდების რესურსს”, რისთვისაც დაუყონებლივაა საჭირო დამატებითი საწოლადგილების მობილიზება. ამ ჩანაწერის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საწოლების მობილიზება ხდება პრევენციისთვის, ამჟამად არსებული რესურსი კი სავსებით საკმარისია.
“ამ დროისთვის მობილიზებულია 2522 საწოლი და სოციალური მომსახურების საააგენტოს გაფორმებული აქვს კონტრაქტები სამედიცინო დაწესებულებებთან, 35 დაწესებულება მონაწილეობს ამ პროგრამაში და მათგან ხდება მომსახურების შესყიდვა.
გარდა ამისა შესაძლებელია, საჭირო გახდეს 5 ათასი საწოლის, ანუ ორჯერ მეტი საწოლფონდის მობილიზება. ეს არის პროგნოზული საჭიროება. ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტომ მოითხოვა თანხმობა საწოლფონდის პროგნოზულ რაოდენობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროგნოზული რაოდენობის ათვისება ხდება ამ ეტაპზე ან აუცილებლად მოხდება წლის ბოლომდე”,- აცხადებს გაბუნია და ხაზს უსვამს, რომ საუბარია მხოლოდ პროგნოზებზე და სახელმწიფო წინასწარ იზღვევს თავს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს 2 522 საწოლი ადგილია, საიდანაც 600 ერთეული თავისუფალია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ