მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ყიდულობდა საქართველო ჰოლანდიურად დარეგისტრირებულ ჩინურ სწრაფ ტესტებს? - სამინისტროს პასუხი

5ebbe7ea1dbbd
ინგა მურუსიძე
13.05.20 16:19
998
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტებები გააკეთა, თუ რატომ ყიდულობდა საქართველო ჰოლანდიურად დარეგისტრირებულ ჩინურ სწრაფ ტესტებს.

„კომპანია „ბიოზეკის“ ტესტები რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში, ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. ის რეგისტრირებული იყო ნიდერლანდებში და თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი ხარისხის შესახებ, ასევე ყველა მოთხოვნას, რომელიც დაყენებული იყო, ტესტი აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვეძებდით ანტისხეულებზე ტესტებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კოვიდ 19-ის დიაგნოსტიკაში.

ჩვენთან შექმნილია რამდენიმე საკონსულტაციო ჯგუფი, რაც შეეხება შესყიდვებს, ტესტის ტიპს, ორგანიზაციას, საიდანაც უნდა იქნას შესყიდული ტესტი და ა.შ. „ბიოზეკის“ და სხვა ტესტების შესყიდვის საკითხი დაყენებული იქნა 22 აპრილს და იმის საფუძველზე, რა დოკუმენტაციაც ახლდა აღნიშნულ ტესტებს, გაიცა დადებითი რეკომენდაცია და 24 აპრილს დაიდო ხელშეკრულება. გარდა ამისა, მანამდე ჩვენ „ბიოზეკისგან“ საჩუქრად გვქონდა მიღებული 5000 ტესტი, რომელიც მანამდეც გამოიყენებოდა. გარკვეული შედეგები ამ საწყისი გამოყენების საფუძველზე მივიღეთ და ამ ტესტის შეფასებაც გვქონდა, ვინაიდან ტესტი აჩვენებდა სწორ პასუხს ინფიცირებულ პაციენტებთან მიმართებაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ტესტის რეალურობაში კითხვის ნიშნის გაჩენის საფუძველი არ ყოფილა, თუმცა ვინაიდან დადგენილ ვადაში საქართველოსთვის ტესტის მოწოდება ვერ მოხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გაწყვიტა.

თამარ გაბუანის თქმით, კომპანია „ბიოზეკისგან“ არანაირი ტესტების შესყიდვას არ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში იყიდებოდა ჩინური ტესტები, რომელიც საქართველომაც შეისყიდა, თუმცა აღნიშნული ტესტები საქართველოში არ ჩამოსულა.