30.სექტემბერი .2022 21:35

რატომაა განსხვავება ბრენდირებული და არაბრენდირებული სადგურების ფასებს შორის? – WISSOL-ის დირექტორის განმარტება

რატომაა განსხვავება ბრენდირებული და არაბრენდირებული სადგურების ფასებს შორის? – WISSOL-ის დირექტორის განმარტება
views 1271
უკან

ტრადიციულად, ადგილობრივ ბაზარზე ბრენდირებული და არაბენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ფასებს შორის საკმაოდ მარტივად შესამჩნევი განსხვავებაა, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული.

აღნიშნულს საკითხთან დაკავშირებით "საქმიანი დილის" ეთერში „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, რომ განსხვავება უმეტესწილად, იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს გაცილებით უფრო ნაკლები კაპიტალური, ინფრასტრუქტურული და საოპერაციო დანახარჯები აქვთ, ვიდრე მსხვილ კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ასობით ფილიალს ფლობენ.

„იდენტიფიცირებულ მიზეზებთან დაკავშირებით ძირითადად გვხვდება უფრო დაბალი კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯები. გარდა ამისა, არაბრენდირებულ სადგურებს არ აქვთ დიდი მარაგები და ფასის კლების შემთხვევაში, ისინი უფრო მარტივად ივსებენ მარაგებს და ბუნებრივად გადადიან გაიაფებულ პროდუქტზე, ვიდრე ჩვენ. მათგან განსხვავებით, ჩვენ წინა ორი კვირის ფასების გათვალისწინებით მილიონობით ლიტრი პროდუქტი გვაქვს გასაყიდად დარჩენილი“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა აგრეთვე ისაუბრა იმ არალეგალურ მეთოდებზე, რომლითაც ბაზრის ზოგიერთი არაბრენდირებული მოთამაშე სარგებლობს, მათ შორისაა: კონტრაბანდული პროდუქცია, გაუფორმებელი თანამშრომლები, გადაუხდელი დღგ და სხვა გადასახადები.

ვასილ ხორავას განმარტებით, ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები იღებენ იმის საშუალებას, რომ მსხვილ კომპანიებთან შედარებით საწვავზე დაბალი ფასები დააწესონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა