მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო 55 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში?

6064d60ed6543
თამთა ჯიჯავაძე
01.04.21 00:00
1672
რატომ შეიძლება საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება იყოს უსაფრთხო 55 წელზე ნაკლები ასაკის პირებშიც? - ამის შესახებ FORBES HEALTH-ის ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, იმას, რატომაც გადაწყვიტეს ევროპის ცალკეულმა ქვეყნებმა 55 წელზე ნაკლები ასაკის პირებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეეჩერებინათ, თავისი ახსნა აქვს.

„ხშირად ახსენებენ მედიაში, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა, „ასტრაზენეკას“ გამოყენება მხოლოდ 55 წელზე მეტი ასაკის პირებში მოხდეს. ამის ერთ-ერთი და სავარაუდოდ ერთადერთი მიზეზი იყო თრომბოზის რისკის განვითარება, რომელიც კვლევით დადასტურდა, რომ კავშირში არაა. მაგრამ საფრანგეთმა და გერმანიამ გადაწყვიტა უსაფრთხოების თვალსაზრისით გადაზღვევა გაეკეთებინათ.

იმ 22 შემთხვევაში, სადაც განვითარდა თრომბოზის შემთხვევები, 80% 45 წელს ქვემოთ ასკობრივ ჯგუფში მყოფი ქალბატონები იყვნენ. ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს დაკავშირებულია საფრანგეთსა და გერმანიაში ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენებასთან, რაც თავისთავად შესაძლოა თრომბოზის რისკი იყოს“, - აღნიშნა ქეთევან ჩხატარაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა საქართველოს არ ემუქრება, იმიტომ რომ ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება ქვეყანაში ძალიან დაბალია.

„როცა გვესმის რომ 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშია რეკომენდებული [ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება],  ჩვენს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის კონკრეტულ რისკთან დაკაშირებული. ამას ევროპის გარკვეულ ქვეყნებში ძალიან კონკრეტული ახსნა ჰქონდა, რატომ გადაწყვიტა ამ ქვეყნებმა ასე. ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება ქვეყანაში ძალიან დაბალია და რისკი იმისა, რომ ამის გამო ვაქცინასთან ერთდ რაიმე გართულება მოხდეს, დაბალია“, - განმარტავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი.