სოციალურ ქსელ facebook-ში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია, რომ დედაქალაქში, არაერთ ქუჩაზე ნარჩენების კონტეინერები სავსეა და მოქალაქეები ნარჩენებს მის ირგვლივ აწყობენ, შედეგად კი ტერიტორია დაბინძურებულია. დედაქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მერიას ნარჩენები დროულად არ გააქვს.
შეიცვალა თუ არა რამე ამ მიმართულებით და რა იწვევს კონტეინერების გადავსებას, ამ საკითხზე bm.ge შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს ესაუბრა:
„არაფერი შეცვლილა. ჩვენი სამსახური 24 საათის განმავლობაში ახორციელებს ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას. ნაგავმზიდი მანქანები ნარჩენების ადგილას დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ მიდიან და ურნებს ცლიან. ეს გრაფიკები შედგენილია მაქსიმალურად გონივრულად, რომ არ მოხდეს კონტეინერების გადავსება, ამასთანავე, საცობების წარმოქმნასაც არ უნდა შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამის მიუხედავად, ხშირია შემთხვევები, რომ კომერციულ ობიექტებს გამოაქვთ მუყაოს ყუთები, რაც მყისიერად ახდენს ამ ნაგავშემკრები კონტეინერების გადავსებას.
მათ აქვთ ვალდებულება, რომ დაკეცილ მდგომარეობაში გადაყარონ ყუთები, თუმცა არის შემთხვევები, რომ არ იჩენენ ობიექტები პასუხისმგებლობას - ეს ყველაფერი კი იწვევს ნაგვის ურნების გადავსებას. ჩვენი თანამშრომლები ქალაქში გადაადგილდებიან და როგორც კი გადავსების ფაქტები ფიქსირდება, ადგილზე ვუშვებთ მანქანებს, რომლებიც ცლიან კონტეინერებს“, - აცხადებს მიქაუტაძე. მისივე თქმით, კომერციული ობიექტების უკანონო ქმედებაზე მუნიციპალური ინსპექცია რეაგირებს.
რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს და მთლიანად ვაკის რაიონს, მიქაუტაძის ინფორმაციით, იქ მიწისქვეშა ურნები უკვე ამოქმედდა და მოსახლეობაც ჩვეულებრივ იყენებს მათ, ხოლო კონტეინერების დაცლა 2-3 დღეში ერთხელ ხდება.
„ჭავჭავაძის გამზირზე მიწისზედა კონტეინერები არ დგას, ხოლო მიმდებარე ქუჩებზე, სადაც მიწისქვეშა კონტეინერები არ არის, მიწისზედა კონტეინერები დგას“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის