მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაულ აგიკიანი: სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ის სერვისის მიმწოდებელია

60e87dce76a52
ლიკა გურაბანიძე
09.07.21 23:00
832
“სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ის სერვისის მიმწოდებელია. ის მომსახურე პერსონალია და არცერთი მინისტრი ვინმეზე აღმატებული არ არის.” - ასე შეაფასა ადვოკატმა, “აი.ელ.სი”-ს დირექტორმა რაულ აგიკიანმა “საქმიან დილაში” მთავრობის მიერ წარდგენილი 10-წლიანი გეგმა.

აგიკიანი მიიჩნევს, რომ ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლებას და ბიზნესს შორის კომუნიკაციის დაწყებაა.

“ხელისუფლება უნდა ელაპარაკოს, არა მარტო მსხვილ და უცხოელ ინვესტორებს, არამედ საშუალო ბიზნესებსაც, მათ ყველაზე მეტად უჭირთ. მაგალითად, ფერმერებისთვის იმ მიწის ნაკვეთების ლეგალიზება უნდა მოხდეს, რომელიც მათ ამ დროისთვის დაურეგისტრირებელი აქვთ. ეს ორი საკითხი დაუყოვნებლივ დასაწყებია.” - აღნიშნა აგიკიანმა.