მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე და რამდენი დახარჯა მთავრობამ პანდემიის პერიოდში 2020 წლის ბიუჯეტიდან? - ფინანსთა მინისტრი

5facf1e36c6bf
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 12:37
1030
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფოდმა (IMF) მთავრობის მიერ 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის პერიოდში გაწეული ხარჯები დადებითად შეფასა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა განმარტა, სად რა დახარჯა მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტიდან:

„სავალუტო ფონდმა მიმოხილვის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ის ზომები, რაც 2020 წლის პანდემიის დროს გავატარეთ, იქნება ეს სოციალური დახმარების კუთხით, რაც დაახლოებით 1.15 მლრდ ლარის ფარგლებში იყო, ჯანდაცვის კუთხით, სადღაც 375 მლნ-ის ფარგლებში და ბიზნესის მხარდაჭერა ჯამურად 1.5 მლრდ ლარამდე იყო, ეს პაკეტები მიზნობრიობის კუთხით ძალიან ადეკვატური იყო და შესაბამისად, დადებითი შეფასება მიიღო“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, IMF-მა 2021 წლის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით შეამცირა და 5.0%-დან 4.3%-მდე დასწია, რაც პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.