მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე დაიხარჯება 4,3 მლრდ ლარამდე გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი?

5d999508ae58b
თათია ჩაფიჩაძე
06.10.19 12:40
1330
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 მლრდ 968 მლნ-დან 4 მლრდ 347 მლნ ლარამდე იზრდება.

პირველადი პროექტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები 2 მლრდ 784 მლნ-დან 3 მლრდ 126 მლნ-მდე გაიზრდება. აქედან საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2 მლრდ 230 მლნ ლარია გათვალისწინებული.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას და სოციალურ დახმარებას 880 000 ადამიანზე მეტი, ხოლო 1 ივლისიდან კი 450 000 პირი მიიღებს.

„ჩვენი გათვლები ემყარებოდა საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას, ზუსტად ამ კუთხით გადავდგით ნაბიჯები, რომ ის მატება, რაც ბიუჯეტში გვაქვს, მიმართული ყოფილიყო სოციალური ფენისკენ.

ორ ეტაპად ზრდა ბიუჯეტში არსებული რესურსების გათვალისწინებით მოხდა. 1 იანვრიდან 880 000 ადამიანზე მეტი აიღებს გაზრდილ პენსიას და სოციალურ გასაცემლებს, 1 ივლისიდან კი ეს ზრდა 450 000 ადამიანზე გავრცელდება“- განაცხადა წოწკოლაურმა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 770 მლნ-დან 793-მდე იზრდება მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, სოციალურ რეაბილიტაციასა და ბავშვების ზრუნვისთვის გამოყოფილი თანხა კი 37 მლნ 400-ათასს ლარს მიაღწევს.

ასევე 46 მლნ-დან 58 მლნ- მდე გაიზრდება სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაშიც.