მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე დაიხარჯება 1.1 მლრდ ლარი? - მერია საკრებულოში 2021 წლის ბიუჯეტს წარადგენს

5fe5df88ad747
ინგა მურუსიძე
25.12.20 17:00
766
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მლრდ ლარი იქნება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ამჟამად საკრებულოში წარდგენილია ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მილიარდ 50 მლნ ლარს მოიცავს, ხოლო მომავალი წლის პირველივე თვეს 50-60 მლნ დაემატება და ბიუჯეტი 1.1 მლრდ ლარი იქნება.

ხმალაძის ინფორმაციით, აღნიშნული დამატებული თანხა იქნება ტრანსფერი ფინანსთა სამინისტროდან და დედაქალაქის საჭიროებებს მოხმარდება.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება ჯანდაცვის საჭიროებებზე, კერძოდ, 350 მლნ მიმართული იქნება ამ კუთხით.

გარდა ამისა, ხმალაძის განმარტებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევი ხარჯები იქნება დაახლოებით 425 მლნ ლარი. ბიუჯეტის პროექტით, მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები - უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ასევე ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.