საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და ნატოს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.
მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“. აღსანიშნავია, რომ სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, აღნიშნულია ნატოს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საქართველოს თემატიკა დეტალურად არის ასახული ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.
აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში ნატოს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს