მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს? - ჩანგპენგ ჟაო ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება

6387440ec74ec
ინგა მურუსიძე
30.11.22 15:50
599
მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ჩანგპენგ ჟაო წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს.

„დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოზე“,-აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.

ირაკლი ღარიბაშვილი კრიპტოვალუტის ბირჟის -Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა