საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა.
„უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მათივე ინფორმაციით, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას აქტიურად უჭერს მხარს და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები. მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის უახლოეს მომავალში გამართვის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის.
უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე ისაუბრა ვრცლად, რომლებიც საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვისაა პრიორიტეტული. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მზარდია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30%-ით არის გაზრდილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი