მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდი - აუდიტის ანგარიში

5dadc07498c78
შოთა ტყეშელაშვილი
21.10.19 18:50
1031
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის პირველ სამ კვარტალში სარეზერვო ფონდიდან 36,612,351 ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით გათვალისწინებულ 50,000,000 ლარზე ნაკლებია. 

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სარეზერვო ფონდის ხარჯები 62 მილიონ ლარს შეადგენდა. წლების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა 2016 წელს დაიხარჯა და მან 173 მილიონი ლარი შეადგინა. 



ხარჯების კატეგორიების მიხედვით, სარეზერვო ფონდის ფინანსები ასე ნაწილდება:

იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯების დაფინანსება - 22,138,216 ლარი;
სხვა სპეციფიკური ხარჯების დაფინანსება - 12,122,232 ლარი;
ინფრასტრუქტურული და სოციალური ტიპის დანახარჯების დაფინანსება - 8,854,384 ლარი;
მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების, საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მიმდინარე საჭიროებების დაფინანსება - 8,784,845 ლარი;
კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსება- 5,483,321 ლარი;
საიდუმლო - 5,412,507 ლარი.