კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და USA2GEORGIA-ს შორის მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა, - ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განმარტებით, USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
"კერძოდ, USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს, რომლებმაც 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით ამანათები შეიძინეს, ტრანსპორტირების ღირებულება რეალური წონის მიხედვით დაუანგარიშდეს და ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს ე.წ. „გადაფუთვის“ სერვისი ჰქონდა თუ არა მონიშნული.
აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება მომხმარებლებზე:
▪️რომლებსაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან ჯერ არ გაუტანიათ
▪️რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს
▪️რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს, თუმცა კომპანიისგან გარკვეული რაოდენობის ფასდაკლება მიიღეს
▪️რომელთაც 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეიძინეს პროდუქცია და გადამზიდ-ექსპედიტორ კომპანიად USA2GEORGIA მიუთითეს, თუმცა მათი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში ჯერ არ დასრულებულა (გარდა იმ ამანათებისა, რომელთა მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და რომლებთან მიმართებაშიც წონის მოცულობითი გამოთვლის პრინციპი აშშ-ს საწყობიდან გამოგზავნამდე, წინასწარ, ინდივიდუალურად არის მომხმარებელთან შეთანხმებული).
ასევე, შეთანხმების თანახმად, USA2GEORGIA-მ ვალდებულება აიღო - მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის, მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის) შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს.
სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილია - 2023 წლის 26 მარტის ჩათვლით, USA2GEORGIA-ს საინფორმაციო ბლოგზე განცხადება შეავსოს და მოთხოვნა წარადგინოს. შეთანხმება ეხება იმ პირებსაც, ვინც USA2GEORGIA-ს საიტზე თავისი პროფილი უკვე გააუქმეს.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი