მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში თანხები ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისთვის უნდა გაიზარდოს, სუბსიდირება კი, არცერთი მიმართულებით არ უნდა განხორციელდეს.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის შეფასებისას, გონაშვილი ამბობს, რომ არსებულ რედაქციაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გაზრდილი ბიუჯეტია.
„კონკრეტული დარგების სუბსიდირების ნაცვლად, უმჯობესი იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის საჭირო დაფინანსება გაიზარდოს. სწორი პოლიტიკა იქნება, თუ სამინისტრო ფერმერებს ბაზრების მოძიების პროცესში და ამ ბაზრებზე ქართული პროდუქტების ცნობადობის მიმართულებით დაეხმარება.
მე უფრო მეტ თანხას დავხარჯავდი კარგად და სწორად დაგეგმლი მარკეტინგული კვლევისთვის. აუცილებელია, კვლევის ჩატარება მაგალითად იმაზე, ღირს თუ არა ჩაის კულტურის დაფინანსება, თუ სხვა კულტურის მოყვანა უფრო ეფექტიანი იქნებოდა იმავე ნიადაგზე. ამას სჭირდება სერიოზული კვლევა, რაზე დაყრდნობითაც ვეტყვით ფერმერს, რა აწარმოოს, რომ უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს.
ასევე უნდა ითქვას, რომ მელიორაციის მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მეტი ტერიტორია უნდა გასარწყავდეს, ეს გაცილებით სწორი ინვესტიციაა, ვიდრე - სხვა პროექტები.
დღეს სოფლის მეურნეობის სექტორში თანხის ხელმისაწვდომობა ისეთი რთული არ არის, როგორც ინფრასტრუქტურის, ეს უფრო აფერხებს ბიზნესს და აუცილებელია, ამ მიმართულებით თანხების გაზრდა“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ბექა გონაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების გამო, დოკუმენტის განხილვა და კენჭისყრა გადადო. დანელია მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში მთავრობას უფრო მეტი დაფინანსება უნდა გაეთვალისწინებინა, ვიდრე დღეს არის ასახული.
ცნობისთვის: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 15 მილიონი ლარი იზრდება და 353 მლნ-ს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა