მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზეა დამოკიდებული დიდ ქალაქებში სწავლის საკლასო ოთახებში 1 მარტამდე განახლება? - მინისტრი

600fd83c3fccd
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 13:03
893
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ პირობას განმარტავს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა, სასწავლო პროცესი დიდ ქალაქებში 1 მარტამდე განახლდეს.

„1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებისა, გააგრძელებენ მუშაობას საკლასო ოთახებში.

რაც შეეხება 3 დიდ ქალაქს - თბილისს, რუსთავს და ქუთაისს, ჩვენი გეგმის მიხედვით, 1 მარტს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც არის 7 დღის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი ანუ თუ 1 მარტამდე 7 დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რეგულეციების კიდევ უფრო შემსუბუქებას განვიხილავთ და შესაბამისდ, სკოლების კიდევ უფრო ადრე გახსნასაც“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, "მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმი ჯანდაცვის სამინისტროდან მომდინარეობს".