მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზეა დამოკიდებული „მესამე ტალღის“ თავიდან აცილება? - ამირან გამყრელიძის პასუხი

6016df0d12e37
BM.GE
31.01.21 20:44
864
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განაცხადებით, თუ მოსახლეობა ყველა რეგულაციას დაიცავს, ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა კიდევ იქნება.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა, მისი თქმით, გამორიცხული არაფერია.

„ამის პროგნოზირება რთულია. რიგ ქვეყნებში მესამე ტალღა არის, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე ტალღის გაუმჯობესების მრუდეზე ვართ. თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, რაზეც საუბარი არის, მაშინ ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მესამე ტალღა კიდევ გვქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

„ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოება იგეგმება. მოგეხსენებათ, ხვალიდან სავაჭრო ობიექტები იხსნება და ერთ-ერთი პირობაა, რომ 2 კვირაში ერთხელ მათი თანამშრომლები უნდა გაიტესტონ. ტაქსის მძღოლებში დადებითობის მაჩვენებელი არის დაახლოებით 0.6%, ბაზრის მოვაჭრეებშიც ასევე დაახლოებით 0,7%-ის ფარგლებშია, 1,3%-ის ფარგლებშია დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში. უკვე მოლების და სავაჭრო ობიექტების დაახლოებით 3 ათასამდე თანამშრომელი გაიტესტა და ერთ შემთხვევაში იყო მხოლოდ დადებითი. ზოგადად, ქვეყანაში ვირუსის ცირკულაცია შემცირებულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნება, თუმცა შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.