მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზეა დამოკიდებული რეგულარული ავიარეისების სიხშირე? - მინისტრის პასუხი

5f101e50d4a42
ინგა მურუსიძე
16.07.20 13:25
1280
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფრენების სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ფრენას მოემსახურება საქართველო უსაფრთხოდ. 

„Lufthansa-თან“ გვაქვს მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ფრენები დაიწყება აგვისტოდან, თუმცა კორიდორი თავისუფალია და შეუძლიათ მანამდეც დაიწყოს ფრენა. ჩვენ დავასრულებთ მალე მოლაპარაკებებს “Air France-თან“ და „airbaltic-თან“ და შედეგები გახდება ცნობილი.

სიხშირეები არის ის თემა, რაც ბოლო წერტილს დასვამს მოლაპარაკებაში. სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც შევძლებთ, რომ უსაფრთხოდ მოვემსახუროთ. ძალიან გაგებით ეკიდებიან ამას კომპანიები. ვასრულებთ ე.წ. სოციალურ ჩარტერებს და ასევე, აგვისტოში იქნება ბლომად ჩარტერული რეისები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.