მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზეა დამოკიდებული რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა? - გახარიას პასუხი

5f40c96d4fa46
თელარა გელანტია
22.08.20 11:27
1269
"საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია“, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლა "უახლოეს მომავალში აღდგება“.

„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია. ფრენების აღგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე როგორც რუსეთში, ისე - საქართველოში“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.

სერგეი ლავროვი: იმედი მაქვს საქართველოსთან ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება