07.სექტემბერი .2020 13:00

RBC: რუსეთში მიღებულმა ახალმა კანონმა იმპორტირებული ალკოჰოლის გაყიდვები საფრთხის ქვეშ დააყენა

views 499
უკან

რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ამოქმედებულმა ახალ კანონმა რიგი კომპანიებისთვის იმპორტირებული ღვინის და კონიაკის საცალო გაყიდვები შეაჩერა, - ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC.RU იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის პრობლემა ძირითადად სომხურ კომპანია "არარატს" შეექმნა.
RBC.RU წერს, რომ რუსეთში მეღვინეობის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების გამო ბაზარზე არსებული სუპერმარკეტები იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე უარს ამბობენ.

„რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ“ კანონი მიმდინარე წლის 26 ივნისს ამოქმედდა. კანონში გაწერილი მოთხოვნის მიხედვით, პროდუქტზე დატანილ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს მოსავლის ადგილწარმოშობა და მისი აღების წელი. "კონიაკის და ღვინოების წარმოების ტექნოლოგია კი ამ მოთხოვნის შესრულების საშუალებას ყოველთვის არ იძლევა", - განმარტავენ ბაზრის მოთამაშეები.

„მიგვაჩნია, რომ პროდუქცია, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 26 ივნისამდე ჩაეშვა, თაროზე უნდა დარჩეს, ხოლო რომელიც აღნიშნული თარიღის შემდეგ შემოვიდა, უნდა შეესაბამებოდეს კანონით გაწერილ მოთხოვნებს“, - განუცხადა RBC.RU-ს საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ იონკინმა.

"ალკოჰოლის ერთ-ერთ უმსხვილეს მომწოდებელ კომპანია Simple-ში პრობლემაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მარკირებისას კანონი არ ითვალისწინებს წარმოების პროცესში არსებულ თავისებურებებს, სავაჭრო ქსელები კი კანონის ნორმების დაცვისა და შესაძლო ჯარიმების გათვალისწინებით, იძულებულნი არიან, მარკირებისას ღვინის ხარისხის, მოსავლის აღების წლისა და ადგილის მითითება მოითხოვონ", - წერს გამოცემა.