მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის მწარმოებლები საკრედიტო ვალდებულებების 2-3 წლით “გაყინვას” ითხოვენ

5fb55b176d467
ანუკა ჯოხაძე
18.11.20 23:30
1047
რძის მწარმოებლები საკრედიტო ვალდებულებების 2-3 წლით “გაყინვას” ითხოვენ. ამის შესახებ მწარმოებლებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიმართეს. როგორც კომპანია “შირაქის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რძის სექტორში მომუშავე კომპანიებს სხვა სექტორებისგან განსხვავებით პანდემიის გათვალისწინებით არანაირი შეღავათით არ უსარგებლიათ. სექტორში მომუშავე კომპანიები უკვე სარგებლობენ იაფი კრედიტით, თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით , სესხების დაფარვა მათთვის დიდი ტვირთია, შესაბამისად, მოთხოვნებს შორის სახელდება სესხების დროებით შეჩერება.

“სახელმწიფო პაკეტებიდან, რომელიც შეთავაზებული იყო ფერმერებისთვის, რძის გადამამუშავებელ ფერმერებს არაფერი არ ერგოთ. ერთადერთი შეღავათი, რაც არის ისაა, რომ ჩვენ ვიღებთ იაფ სესხს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც არის აუცილებელი ინდუსტრიული ფერმების გასავითარებლად. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რის მიხედვითაც შეიძლება ფერმერები გადავარჩინოთ. უპირველესია არსებული სესხების დროებით შეჩერება, 2-3 წლით მინიმუმ, რომ ჩვენ შევძლოთ ფერმების გადარჩენა და არ გვიწევდეს ზრუნვა სესხის დაფარვაზე, რომელიც ყოველთვიურად გვაწევს.

აუცილებელია 1 ლიტრ რძეზე სუბსიდირების გადახედვა, რადგან დღგ-ს ნაწილში დღემდე უარს გვეუბნებიან. ნედლი რძისგან გადამუშავებული პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება დღემდე ვერ მოხერხდა. ეს ორი საკითხი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ეს დარგი გადავარჩინოთ", - აცხადებს კომპანია “შირაქის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე.