მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რძის პროდუქტების დარგი ძალიან პერსპექტიულია" – SavvY-ს მმართველი პარტნიორი

5eac4cbfbf466
ნინი ლონგურაშვილი
01.05.20 21:20
4710
"დღეის მდგომარეობით 81%-ია მთლიანად საქართველოში რძის პროდუქტებში თვითუზრუნველყოფა", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში SavvY-ს მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ ისაუბრა.

ქოიავას თქმით, რძის პროდუქტების დარგი დღეს პერსპექტიულია, თუმცა საქართველოში ტექნოლოგიების მხრივ პრობლემებია.

“რძის პროდუქტების დარგი არის ძალიან პერსპექტიული, არამხოლოდ ქართული ადგილობრივი ბაზრისთვის, არამედ ექსპორტის პოტენციალის კუთხითაც, რადგან ჩვენი კარგი გეოგრაფიული არეალიდან, შეგვიძლია განსაკუთრებით ისეთი ტიპის ქვეყნებზე, როგორიც არის ყაზახეთი, სადაც გარკვეული ტიპის რძის პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა, მოვახდინოთ ექსპორტი.

ასევე თვითზრუნველყოფასაც მინდა შევეხო, დღეის მდგომარეობით 81%-ია მთლიანად საქართველოში რძის პროდუქტებში თვითუზრუნველყოფა, რაც 90%-დან დაეცა. ეს კლება გამოწვეული ნედლი რძის ადგილობრივი წარმოების კლებით, თუმცა 2018 წელს გვინდა 5%-იანი ზრდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ 20 მლნ ლიტრი იყო ნედლი რძისგან, ინტენსიური ფერმების მიერ ნაწარმოები, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, და ამ დარგს დღეს მთავარი პრობლემა ტექნოლოგიური მხარე აქვს. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიებში ინვესტირებას", – განაცხადა მარიამ ქოიავამ.