06.ოქტომბერი .2020 20:41

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Fonterra ჩინეთში ფერმებს ყიდის

views 277
უკან

მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Fonterra ჩინეთში მდებარე ფერმებს ყიდის. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გლობალურ ბაზარზე გაფართოება გადაიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ახალ ზელანდიაში დაფუძნებული საწარმო აცხადებს, რომ ჩინეთში მდებარე ფერმებს ადგილობრივ კონკურენტებს დაახლობით 369 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ Fonterra გარიგებიდან მიღებულ თანხებს იმ რეგიონებში განვითარებისათვის დახარჯავს, სადაც კომპანიას კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.

Fonterra-მ ჩინეთში ფერმების მოწყობა 2007 წლიდან დაიწყო და აღნიშნული ბრენდის რძეც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ადგილობრივ მოსახლეობაში, თუმცა როგორც რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს, ფერმების ოპერირება ხარჯიანი გამოდგა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს და ჯამურად კომპანიამ დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი იზარალა.