მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის საწარმო "გურიის ნობათი" ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს თურქეთთან აწარმოებს

5e4d5590c8e3c
ნუცა ბაზლიძე
20.02.20 10:10
1028
გურიაში, სოფელ ნიგვზიანსა და ხაჯალიას შორის მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმო „გურიის ნობათი“ გაფართოებისა და თურქეთთან ექსპორტის გეგმებს განიხილავს. ამის შესახებ BM.GE რძის გადამამუშავებელი საწარმოს დამფუძნებელ ევგენი სურმანიძეს ესაუბრა.

როგორც ის ამბობს, საწარმო დღიურად 200 ლიტრ რძეს გადაამუშავებს, საიდანაც ძირითად პროდუქტად ყველი მიიღება. ამასთან, როგორც საწარმოს დამფუძნებელმა აღნიშნა, სამიზნე მაჩვენებელს დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავება წარმოადგენს, ამ მხრივ კი შემაფერხებელი რძის არასაკმარისი რაოდენობაა.

როგორც ევგენი სურმანიძე ამბობს, უკვე გადამუშავებული პროდუქცია ამ ეტაპზე ძირითადად ბაზრებში ხვდება, თუმცა გარკვეულ პერიოდში, საწარმოში დამზადებული ყველი სუპერმარკეტებშიც იყო წარმოდგენილი.

საწარმოს სამომავლო გეგმები, გაფართოების იმ პროექტის განხორციელებაზეა დამოკიდებული, რომელზეც მისი დამფუძნებელი მუშაობს.

„ჩვენ პროექტებს ვაკეთებთ, ინვესტორების იმედიც გვაქვს. პროექტი თუ გამოვიდა, სამომავლოდ მინიმუმ 50 ადამიანი მაინც უნდა დავასაქმოთ“, - აღნიშნავს საწარმოს დამფუძნებელი.

რაც შეეხება მიმდინარე მდგომარებას, ევგენი სურმანიძის განმარტებით, საწარმოს ფუნქციონირებაში 6-7 ადამიანია ჩართული.

ცნობისთვის საწარმო მე-2 წელია, რაც ფუნქციონირებს. საწყის ეტაპზე, საწარმოს ასამუშავებლად 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.