ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვით, საქართველოში 1.5 მილიონზე მეტი, ხოლო ევროპის რეგიონში 394 მილიონი ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რეაბილიტაციას საჭიროებს.
WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისში განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის საჭიროებაზე ყურადღება პოსტ-კოვიდურმა მდგომარეობამ გაამახვილა. ქვეყნები აღიარებენ მდგომარეობის სერიოზულობას და თუ რამდენად დიდი როლი აკისრია რეაბილიტაციას, ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანთა უმეტესობას სარეაბილიტაციო სერვისზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვს. ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემის ერთ-ერთ ფაქტორად კი ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების დეფიციტი სახელდება.
ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისში აღნიშნავენ, რომ რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკულ დაავადებათა უმეტესობა იმართება, ასევე სახლზე და სკოლებში. მაშინ როდესაც ევროპასა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში, სარეაბილიტაციო სერვისები ჯანდაცვის მხოლოდ მეორე და მესამე დონის დაწესებულებებში და ძირითადად ურბანულ ზონებშია ხელმისაწვდომი, სოფლად კი რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობაა.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ გამოწვევის გამო ეკონომიკური პროდუქტიულობის ნაკლებობის, მზარდი სიღარიბისა და უმუშევრობის გამო ქვეყნებს მილიონობით დოლარის ხარჯები ემუქრებათ. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი ქვეყნებს, რომლებშიც ეს გამოწვევა დგას შემდეგ რეკომენდაციებს აძლევენ:
• გახადონ რეაბილიტაცია პრიორიტეტული და მიიჩნიონ იგი ჯანდაცვის საბაზისო სერვისად, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს.
• მოახდინონ რეაბილიტაციის ინტეგრირება ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე – პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებსა და სპეციალიზებულ ცენტრებში. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა რეაბილიტაციის სერვისებზე.
• ხელი შეუწყონ ადეკვატური და კარგად გაწვრთნილი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების მიზნით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი