მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონება გაძვირდა - ფასები უბნების მიხედვით

6261064768820
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.22 11:22
13210
საქსტატმა დღეს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, თბილისში წინა კვარტალთან შედარებით ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში ფასების მატებამ 3.4% შეადგინა. 2020 წელთან მიმართებით კი ფასები 13.1%-ით არის გაზრდილი. 

2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.0 პროცენტი).

ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით, კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება:

• მთაწმინდა - 4,458 ლარი;
• ვაკე - 3,690 ლარი;
• კრწანისი - 3,143 ლარი;
• საბურთალო - 3,072 ლარი;
• ჩუღურეთი - 3,030 ლარი;
• დიდუბე - 2,980 ლარი;
• ნაძალადევი - 2,809 ლარი;
• ისანი - 2,665 ლარი;
• გლდანი - 2,619 ლარი;
• სამგორი - 2,482 ლარი.

საქსტატის თანახმად, უძრავი ქონების მდგომარეობის "კარკასების" მიხედვით, ფასები ასე ნაწილდება:

• მწვანე კარკასი - 3,077 ლარი;
• თეთრი კარკასი - 2,664 ლარი;
• შავი კარკასი - 2,280 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მათი ინდექსი შემდგარია უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის ვებგვერდებზე არსებული შეთავაზებების ავტომატური ჩამოტვირთვის (web scraping) და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით და ის უშუალოდ გაფორმებული კონტრაქტების ფასებს არ ეფუძნება.