მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინდელი მოვლენები ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი მესიჯია - ლევან ვეფხვაძე

60e4764450174
ინგა მურუსიძე
06.07.21 20:00
506
"იმედია, გამოძიება ობიექტური იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარი ბევრ ინვესტორს გაუჩენს კითხვებს", - ასე აფასებს “საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 53 წარმომადგენელს და დანით ჭრილობა მიაყენეს ერთ ტურისტს.

"გუშინდელი მოვლენები ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი მესიჯია. მთავარია, რომ ინვესტორმა და არა მხოლოდ მათ, არამედ თითოეულმა მეწარმემ, თითოეულმა ჩვენთაგანმა ვირწმუნოთ, რომ ინსტიტუციები არსებობენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და თითოეული ჩვენგანის დაცულობა არის უზრუნველყოფილი. სხვანაირად ვერ განვვითარდებით. ნეგატიური გავლენა ამას ყველასა და ყველაფერზე ექნება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.