“რეალურად მწვანე ქვეყნის სტატუსი ჩვენ ვერ გამოვიყენეთ, უარესი მოხდა” - ამის შესახებ BM.GE-ის "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განუცხადა. ასათაშვილის განმარტებით, მთავრობამ საერთაშორისო რეკლამაში ხარჯი გასწია იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც ვიზიტორებისთვის ღია ქვეყნის პოზიციონირება მომხდარიყო, თუმცა მთავრობამ საზღვრები მაინც არ გახსნა. ასათაშვილის თქმით, აღნიშნული ხარჯის გაღება ტყუილად მოხდა.
“რეალურად მწვანე ქვეყნის სტატუსი ჩვენ ვერ გამოვიყენეთ, უარესი მოხდა. მცდარი დაპირებების გარდა, რომელიც საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას გულისხმობდა, დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები საერთაშორისო რეკლამაზე. ჩვენ გვახსოვს, რომ სეზონის დასაწყისში ფული დახარჯა მთავრობამ, იმისთვის რომ სახელმწიფო გაერეკლამებინა, როგორც ვიზიტორებისთვის ღია ქვეყანა და მეორე მხრივ საზღვრები არ გახსნა. ეს იყო კონკრეტული დანაშაული რაზეც, სამწუხაროდ, პასუხს არ აგებს არავინ", - აცხადებს ვატო ასათაშვილი.
ასათაშვილი ეკონომიკის მინისტრის განცხადებებსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა სექტორის მხარდაჭერისთვის, სიმართლეს არ შეესაბამება.
“კიდევ რაც უფრო უარესია, ჩვენ გვესმის რამდენიმე კვირაა ეკონომიკის მინისტრის უტიფარი განცხადებები, როდესაც საუბრობს რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ არაფერი ხელმოსაჭიდი არ გაკეთებულა, ერთადერთი – ვალდებულებები გადავადდა, ეს იყო და ეს. რეალურად რაც უნდა გაკეთებულიყო სექტორისთვის, იქნებოდა ეს მიზნობრივი დახმარებები ან ინდუსტრიის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, არაფერი გაკეთებულა", –ამბობს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა