ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტს მედიკამენტის ფასწარმოქმნის საკითხებში ლუკა ვუნჩინოს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი იყო.
„დღეს პირველი რიგის პრობლემას, განსაკუთრებით ხანდაზმულებისათვის, მედიკამენტების მაღალი ფასი წარმოადგენს. ქართული ბაზრის ანომალიაა, როდესაც ქვეყანაში ფასები ნახტომისებურად იზრდება და ხშირად საერთო ევროპულ მაჩვენებელს, ანუ ევროპულ ფასებს ასწრებს. არის შემთხვევები, როდესაც ჯენერიკული მედიკამენტების ღირებულება ბრენდულს აჭარბებს და მოსახლეობის დანახარჯები არაადეკვატურად იზრდება. ხშირია შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიებისა და მკურნალი ექიმების ფინანსური დაინტერესების გამო, დანიშნულებაში ძვირიანი მედიკამენტების სიჭარბეა. მიუხედავად საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზარდი საბიუჯეტო დაფინანსებისა, ეს საკითხი მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ნაწილისთვის პრობლემად რჩება. კომიტეტი ამ საკითხებზე უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს და ვფიქრობ, რეალური შედეგის დადგომის დრო მოვიდა, რომ ქვეყანაში მედიკამენტები იყოს ეფექტური, ხარისხიანი და ფინანსურად მისი ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის, მედიკამენტების ფასის რეგულირება და ხარისხი იყო დღეს მთავარი თემა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, რომელსაც სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნავს, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.
შეგახსენებთ, ამ პროცესს წინ უძღოდა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის სამწლიანი მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგის შუალედური დასკვნა გასულ კვირას გახდა ცნობილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი