მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია“ - „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“

61ac7a2d8c705
თამთა ჯიჯავაძე
05.12.21 12:34
653
„მცხეთის სამედიცინო ცენტრის" კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია. მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების „შემოდინება ყოველდღიურად ხდება“.

„არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ ზოგადად ჰოსპიტალურ სექტორში ძირითადად გადატვირთულია რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. გამონაკლისს არც ჩვენი კლინიკა წარმოადგენს. ყოველდღიურად ხდება მძიმე პაციენტების შემოდინება. ჩვენ გვაქვს 17 საწოლიანი რეანიმაცია და პრაქტიკულად მუდმივად არის სავსე. გვყავს ძალიან ბევრი საშუალო და ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, რომელთანაც მძიმედ მიმდინარეობს დაავადება“, - აღნიშნა ლიკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, დიდ პრობლემას წარმოადგენს მედპერსონალის გადაღლილობა და რესურსების ამოწურვა.„კოვიდ პანდემიის დროს ერთი და იგივე ადამიანები ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემასთან წელიწადნახევარზე მეტია“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327-ია, მათგან 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 554, აჭარაში - 551, იმერეთში - 1 309.