მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეანიმაციული მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა ხშირად არასაკმარისია - მაია მახარაშვილი DRG სისტემაზე

639d9908dbcfa
მარიამ დემეტრაშვილი
18.12.22 19:15
731
„ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს“ თავმჯდომარემ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რაც DRG სისტემით დაფინანსებას ახლავს თან. მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა ჯერ შედეგი არ ყოფილა.

„არის მიმართულებები, მაგალითად, სისხლძარღვთა ქირურგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ძვირადღირებულ დამხმარე საშუალებებს იყენებენ. ხარჯებს, რომელიც ახლავს ასეთი ტიპის ოპერაციებს, DRG სისტემით დაფინანსება ვერ ფარავს. ამ მიმართულებით გარკვეული კომუნიკაცია სამინისტროსთან იყო, თუმცა ჯერ შედეგი არ გვაქვს. მინდა დავამატო ისიც, რომ ისეთი კრიტიკული მომსახურება, როგორიც არის რეანიმაცია, ასევე ფიქსირებულ თანხაში ჩაჯდა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ საკმარისი იყოს განსაკუთრებით მძიმე პაციენტებში.

ამასთან, დაკავშირებითაც იყო სამინისტროსთან კომუნიკაცია. მათი პირობა ასეთია, რომ ჯერ დააკვირდებიან და შემდეგ გადაიხედება.

მსოფლიოს რიგი ქვეყნები, რომლებიც დიდიხანია DRG დაფინანსების მოდელზე არიან გადასული, რეანიმაციულ მომსახურებას და მაღალტექნოლოგიურ, ძვირადღირებულ დამხმარე საშუალებებს საერთოდ ცალკე ბიუჯეტით განიხილავენ“, - თქვა მაია მახარაშვილმა.