13.ივლისი .2022 10:51

რეანიმაციული საწოლი დღეში 440 ლარით ფინანსდება, თვითღირებულება კი 730 ლარია - კლინიკების წერილი

რეანიმაციული საწოლი დღეში 440 ლარით ფინანსდება, თვითღირებულება კი 730 ლარია - კლინიკების წერილი
views 760
უკან

საქართველოში მოქმედი 100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავს. განცხადებაში საუბარია იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც ჯანდაცვის სექტორი სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა. კლინიკები განცხადებაში საუბრობენ 520-ე დადგენილების შესახებაც, რომელიც მთავრობამ 2019 წელს მიიღო. კლინიკები აცხადებენ, რომ ამ დადგენილების პირობებში მათი მდგრადი ფინანსური საქმიანობა რისკის წინაშე დგას, რადგანაც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფები მათ ხარჯებს ვერ ფარავს. განცხადების მიხედვით, თუკი მაგალითად თუკი მეორე მესამე დონის რეანიმაციული საწოლი დღეში სახელმწიფოს მიერ 440 ლარით არის განსაზღვრული, კლინიკებისთვის მისი რეალური თვითღირებულება 730 ლარია.

“რატომ 520-ე დადგენილება? საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია. 2019 წელს, 520- ე დადგენილებით, განსაზღვრული ტარიფები გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლებს საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს, ამის რესურსი, უბრალოდ აღარ არსებობს. მაგალითისათვის დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლ დღე 440-240 ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლ დღის თვითღირებულება დაახლოებით 730 ლარია. კიდევ ერთხელ ვიტოვებთ შედეგიანი თანამშრომლობის და ეფექტიანი კერძო-საჯარო პარტნიორობის იმედს და გთავაზობთ შეხვედრას 20 ივლისამდე, წინააღმეგ შემთხვევაში, რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც წარმოშობს ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს. გვჯერა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, როგორც უფლება ნიშნავს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და არა "უფასო" ან დაბალი ხარისხით მომსახურებას. ასევე გვჯერა, რომ ამ პლატფორმაზე ერთიანია ჯანდაცვის ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო და რომ ჩვენი თანამშრომლობით შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება, უკეთესი და ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა