აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელ ჯანეტ იელენის განცხადებით, აშშ-ში „მიუღებლად მაღალი“ ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მის საპასუხოდ კი ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად გაამკაცრებს, თუმცა ეს არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკა კრიტიკულად შენელება და ქვეყანაში რეცესია განვითარდება.
„მიმდინარე წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვქონდა და მოველით, რომ ფასების ზრდის მაღალი დონე წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, ველი, რომ ეკონომიკა შენელდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რეცესია გარდაუვალია“, – განაცხადა იელენმა.
ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელის განმარტებით, 8.6%-იანი ინფლაცია არა ადგილობრივი, არამედ გლობალური ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით სურსათისა და ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირებაა.
ABC-სთან ინტერვიუში იელენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავარი პრობლემა ამჟამად ინფლაციაა, რომლის გადაჭრასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ფედერალური ხაზინა და რეზერვი ერთიანი ძალებიც ცდილობენ.
მიუხედავად მკვეთრად გაზრდილი ფასებისა, იელენი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, რადგან უმუშევრობის დონე 3.6%-იან ნიშნულამდეა შემცირებული; ახალი ბიზნესები იქმნება; მოსახლეობის დანაზოგები და ხარჯები კი ოპტიმალურ ზონაშია.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეკონომისტთა 44% მიიჩნევს, რომ წელს აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში გადაეშვება, რაც მაღალი ინფლაციითა და მის საპასუხოდ FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდით იქნება განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას FED-მა მონეტარული პოლიტიკა 75 საბაზო პუნქტით გაამკაცრა, წლის ბოლომდე კი ოთხი მსგავსი ინტერვენციაა პროგნოზირებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი