მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში მობილური მავნე პროგრამების შეტევები გახშირდა"

5ee1ccd21960e
BM.GE
11.06.20 10:16
1076
2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მავნე პროგრამების შეტევები განიცადა მომხმარებელთა 1,58%-მა. სომხეთის მომხმარებელთა შორის ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1,33%-ს , ხოლო აზერბაიჯანში მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 2,68% -ს შეუტიეს ამ მავნე პროგრამებმა.ინფორმაციას ამის შესახებ კარსპერსკის ლაბორატორია ავრცელებს.

მათი თქმით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მომხმარებელთა 1, 52% თავს დაესხნენ მობილური მავნე პროგრამები, სომხეთში მომხმარებელთა 2.16% -ს, ხოლო აზერბაიჯანში - 3,12%-ს.

"პირველ კვარტალში, კომპანიების გადაწყვეტილებებმა გამოავლინეს მომხმარებლის მობილური მოწყობილობებზე მონაცემთა ქურდობისათვის, მომხმარებელთა თვალყურისდევნებისთვის, მავნებლების ჩვენებისა და რეკლამირებისათვის განკუთვნილი 1 152 662 მობილური მავნე პროგრამის სამონტაჟო პაკეტი, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ასეთი სახის მხოლოდ 905 174 პაკეტი იქნა აღმოჩენილი.

ექსპერტები თვლიან, რომ მობილური მავნე პროგრამებისგან თავის დასაცავად მეტად მნიშვნელოვანია ჩამოვტვირთოთ პროგრამები მხოლოდ სანდო წყაროებიდან და მოწყობილობის პარამეტრებში გამოვრთოთ მესამე მხარის წყაროებიდან პროგრამების დაყენების შესაძლებლობა. ასევე აუცილებელია მუდმივად განვაახლოთ სისტემა და აპლიკაციები უახლესი ვერსიით, ელ.ფოსტაში, მყისიერ მესინჯერში, სოციალურ ქსელებსა და ბრაუზერებში არ გახსნათ საეჭვო ბმულები და საეჭვო SMS ფაილები. საფრთხისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული საიმედო ანტივირუსი"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.