მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Red-Co: პანიკამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 60-70% შეამცირა

5e83588dc3822
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.20 10:15
1664
კორონავირუსის გამო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 60%-70%-ით შემცირდა - ამის შესახებ bm.ge-ის დეველოპერული კომპანია “რედკოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მალხაზ კუნელაურმა განუცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეს ერთგვარი შოკური მდგომარეობაა და ლოგიკური არ არის. ამ მდგომარეობას მალხაზ კუნელაური ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებას ადარებს და ამბობს, რომ ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ ლარი არალოგიკურ ნიშნულზე იყო და ამას არ ჰქონდა ეკონომიკური საფუძველი, სწორედ იგივე მდგომარეობაა დღეს სამშენებლო სექტორშიც.

“მოცემულ ეტაპზე ფასები დაკორექტირებული არ არის, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, ამას პროცესების განვითარება გვიჩვენებს. ვცდილობთ, არ მივცეთ ამ კრიზისს შესაძლებლობა, რომ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონიოს ბიზნესზე და ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ თანამშრომლები და ზოგადად სახე.

მოცემულ ეტაპზე, 20 მარტიდან დღემდე, მოთხოვნის თვალსაზრისით არის ვარდნა 60%-70% თუმცა, ამას დავარქმევდი უფრო პანიკურს, როგორც ეს იყო ლარის კურსის შემთხვევაში, როცა მკვეთრი გაუფასურება ფიქსირდებოდა. ეკონომიკას ისეთი ძვრები არ ჰქონია, რომ ლარის კურსის ასეთი გაუფასურება გამოეწვია. ასეთი მდგომარეობაა უძრავი ქონების ბიზნესშიც.

შექმნილი მდგომარეობა ქმნის ერთგვარ პანიკას ბაზარზე, თუმცა ეს დროში დასტაბილურდება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოვახერხებთ პანდემიასთან ბრძოლას. საბედნიეროდ, დღეს არ გვყავს გარდაცვლილები და ჩვენი ქვეყანა უფრო წარმატებით ართმევს თავს ამას, ვიდრე ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი გასაღები, რაც ხელს შეწუყობს ეკონომიკასა და უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილურობის შექმნას”,- აცხადებს მალხაზ კუნელაური.